გოგრის ,,ფენქეიქები"
ამერიკაში ოქტომბერი გოგრის თვეა! სადაც არ უნდა გაიხედო: მეზობლის ეზოში, მაღაზიაში თუ პარკში, ყველგან გოგრებია. ყველაფერი რა თქმა უნდა ჰელოუინის ბრალია! მაგრამ გოგრა დეკორაციის გარდა, ამ პერიოდში კერძებშიც აქტიურად გამოიყენება. ამიტომ food4.ge ოქტომბერში ხშირად მოამზადებს კერძებს ნარინჯისფერი ბოსტნეულით. მე მაგალითად დღეს გამოვცადე გოგრის ,,ფენქეიქები" და მინდა გითხრათ, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
ინგრედიენტები
მომზადება
მომწონს მშრალი და სველი ინგრედიენტების ცალცალკე მომზადების მეთოდი. გირჩევთ თქვენც!
პირველ რიგში ფქვილს ვუმატებ დარიჩინს, სოდას, გამაფხვიერებელს, შაქარს და მარილს და ერთმანეთში კარგად ვურევ.
მეორე ჯამში ვამზადებ კარაქის, გოგრის პიურეს, კვერცხის და რძის მიქსს და ვუმატებ ფქვილის მასას. ცომი მზადაა!
ვაცხელებ ტაფას საშუალო ცეცხლზე. ,,ფენქეიქები" შეგიძლიათ მოამზადოთ ზეთში, ან კარაქში, თქვენზეა დამოკიდებული. მე ჩემს ,,სპრეის" არ ვღალატობ. სასურველია 1/3 ზომის ჭიქით ამოიღოთ ცომი და დაახლოებით 3-4 წუთი გააჩეროთ ტაფაზე. გოგორის ,,ფენქეიქები" მიირთვით სიროფთან, ან სასურველ ხილთან ერთად.